Sunday, October 20, 2013

სიახლეები

      პროფესიული განვითარება:







📍მოსწავლეებმა შექმნეს კლუბისთვის ლოგოები.

✅️გთხოვთ გახსნათ ბმული და ხმის მიცემით შეარჩიოთ საუკეთესო❤️😘  

          https://poll.fm/12879558 

                             "My lovely pet"

 მეჯვრისხევის საჯარო სკოლის IIIა და IIIბ კლასის მოსწავლეებმა გააკეთეს პრეზენტაციები საყვარელ შინაური ცხოველის შესახებ❤️🐕🐈🐇🦜



                          "The Animal World

მეჯვრისხევის საჯარო სკოლის IVა კლასის მოსწავლეებმა აირჩიეს თავიაანთი საყვარელი ცხოველი და

თავიაანთთვის სასურველი რესურსით წარუდგინეს იგი თანაკლასელებს. 🐕🐈🐆🐅🐒🐀🦔


                                 English Club 

https://forms.office.com/e/6Msbcf8CYE     

ვიწყებთ კლუბურ მუშაობას. კლუბი იმუშავებს ორი მიმართულებით:  

1. კითხვის კლუბი (ადაპტირებული კლასიკა ინგლისურად) შეხვედრები გაიმართება ორ კვირაში ერთხელ - პირისპირ სკოლაში. 

2. TedTalks - შეხვედრები გაიმართება ორ კვირაში ერთხელ MS Teams პლატფორმაზე.

✅კლუბური მუშაობა განხორციელდება: 

📕 სსიპ-ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ გორის N9 საჯარო სკოლაში. 

📕სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის საჯარო სკოლაში:  

✅️კლუბის ხელმძღანელები: ნინო სარაული, თამარ ილურიძე 

მსურველებმა გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია 




დავასრულეთ ერთ წელზე გაწერილი ძალიან ნაყოფიერი ტრენინგი. მადლობა PH-Internetional.

ახალი სტატუსით (მენტორი) ვიწყებ ახალ სასწავლო წელს (2023-2024). ახალი იდეებით და ახალი შედეგებით.



კომპლექსური დავალება-"ჩემი საოცნებო სახლი"

"მაღაზიები ჩემს სოფელში"





მოწვევა #მადლობამასწავლებელო-ს დასკვნით ღონისძიებაზე




შემაჯამებელი კომპლექსური დავალება
"მუზეუმები"






ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი



✅️eTwinning Contact Ceminar
✅️"Partner finding fair for eTwinning ambassadors of Armenia and Georgia"





8TH International Caucasus Conference. “Brave Spaces in ELT: Fostering Creativity and Communication in the Classroom”
Tbilisi, Georgia/December 9-10, 2022




 

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროების კვლევა

სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის საჯარო სკოლას ეკუთვნის ორი კორპუსი. მეორე კორპუსი მდებარეობს ფაბრიკის დასახლებაში სადაც სწავლობს 30- მდე მოსწავლე. სწავლების პროცესში ვაწყდებით სხვადასხვა სირთულეს და აკადემიური მოსწრება პირველ კორპუსთან შედარებით დაბალია. ჩემი კვლევა უკავშირდება სწავლა სწავლების შემაფერხებელ ფაქტორებს მცირეკონტიგენტიან სკოლაში. 


English Club "Seventeen" (Partnerships for the Goals)

მეჯვრისხევის საჯარო სკოლაში (მასწ.: ნინო სარაული) შეიქმნა კლუბი სახელწოდებით "seventeen" (Partnerships for the Goals), კლუბური მუშაობა ხორციელდება ზეღდულეთის საჯარო სკოლასთან ერთად (მასწ.:ნინო გამხუაშვილი). შეხვედრები მიზნად ისახავს მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად. სამიზნე ჯგუფი გახლავთ საშუალო საფეხურის მოსწავლეები. შეხვედრები იმართება ონლაინ zoom პლატფორმის გამოყენებით.


Online Teacher Community 

First meeting with OTC Facilitators.

Future English Online Teacher Community is our new peer-led online platform for English language teachers. The platform provides a forum where teachers can engage in new ideas and relevant discussions, share knowledge and experience, reflect on their practice and take part in research.

http://www.youtube.com/



17/05/2021

PBL- "Save the Earth"

მეჯვრისხევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა განახორციელეს პროექტის რის შედეგადაც სკოლის ეზოში გააშენეს ყვავილების ბაღი. 

The aim of the project “Save the Earth” was to find out the ways of protecting the environment. Students reflect on impacts of global warming. The project addresses Sustainable Development Goal (SDG), climate change and consequently increased environmental problems. The project develops students’ awareness of the issue as part of learning English. Through the range of learning activities, students will strengthen their knowledge and develop core skills such as citizenship, critical thinking, problem solving, and creativity.




28/04/2021

British Council Hubs

21 აპრილს ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი ბრიტანეთის საბჭოს დირექტორთან ერთად ტყვიავის საზოგადოებრივ ცენტრში მოქმედ საგანმანათლებლო ჰაბს ეწვია. ელჩი შეხვა პროგრამის მონაწილეებს და პარტიორებს. შეხვედრაზე განიხილეს საგანმანათლებლო ჰაბების მიღწევები და მდგრადობა. 
ბრიტანეთის ელჩს მარკ კლეიტონს და პროექტის  ხელმძღვანელს ზაზა ფურცელაძეს პროექტის მიმდინარეობა გააცნეს და მადლობა გადაუხადეს მხარდაჭერისთვის გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ნანა ტერმაკოზაშვილმა, მთავარმა სპეციალისტმა ვერა მღებრიშვილმა, ტყვიავის საჯარო სკოლის დირექტორმა ლია ფალელაშვილმა, მერეთის საჯარო სკოლის დირექტორმა თეა ხაბალაევამ და პროექტში ჩართულმა პედაგოგებმა ნინო სარაულმა, ნინო თუხარელმა და ლალი ტერტერაშვილმა.

On April 21 Mark Clayton, Ambassador of the United Kingdom to Georgia accompanied by the British Council Director visited the British Council established Learning Hub at the Ministry of Justice Community Centre in Tkviavi.  The Ambassador met the main stakeholders and beneficiaries of the programme to discuss key achievements and sustainability of the Learning Hubs.
https://www.qartli.ge/ge/akhali-ambebi/article/17290-tyviavis-sathemo-centrs-britanethis-elchi-estumra?fbclid=IwAR1p5B6rQApK3Nnz0glit69OTyNuMWsm7TEnjni2XtG2Qh8-3VSoa-2ZKr4




21/04/2021

EnglBish Club

ნებისმიერ მსურველს შეუძლია შემოუერთდეს მეჯვრისხევის საჯარო სკოლაში არსებულ კლუბს "English Club" (თემა-მდგრადი განვითარების მიზნები). კლუბში იმართება დისკუსიები, დებატები, პრეზენტაციები მოსწავლეებისთვის სინტერესო თემებზე. (ასაკი 13-15 წელი. შეხვედრები მიმდინარეობს ონლაინ. დაინტერესების შემთხვევაში დეტალებისთვის მომწერეთ მეილზე- ninosarauli@gmail.com)


15/04/2021

Access Exchange Programe

გაცვლითი პროგრამის "Access Exchange Program" გამარჯვებული 5 მოსწავლე
Lizi Berianidze
Rati Begijanashvili
ლუკა მოსიაშვილი
David Robanishvili
Elene Phataridze
ზაფხულში გაემგზავრებიან ამერიკაში, კალიფორნიის შტატში, 3 კვირიან საზაფხულო სკოლაში.
დიდი მადლობა ამერიკის საელჩოს, PH International-ს და საზოგადოება ბილიკს.
Lika Gumberidze
Nana Ioseliani Meissner
Mari Mgebrishvili


13/04/2021

სერია ადაპტირებული კლასიკა ინგლისურად

ახალი სერია აერთიანებს ინგლისურ ენაზე ადაპტირებულ, ილუსტრირებულ კლასიკურ ნაწარმოებებს სავარჯიშოებითა და აუდიომასალით. სერია დაეხმარება და ინგლისური ენის შესწავლას გაუმარტივებს ნებისმიერ მსურველს, განსაკუთრებით კი – სკოლის მოსწავლეებს, ვინაიდან სერიაში შემავალი თითოეული დასახელება სრულად შეესაბამება ეროვნულ სასწავლო გეგმას – უცხოური ენის სწავლა-სწავლების პრიორიტეტულ მიზნებს.

ამ სერიის წიგნები ექვს დონედაა დაყოფილი და თითოეული მათგანი:

ადაპტირებულია; ილუსტრირებულია; შესავალში მკითხველს აწვდის ინფორმაციას ავტორისა და წიგნში აღწერილი გარემოს შესახებ; მოიცავს აუდიომასალას, რომლის მოსმენაც მოსწავლეებს ონლაინ შეუძლიათ.

წიგნები მკითხველს აძლევს საშუალებას, მრავალფეროვანი სავარჯიშოებით გაიმყაროს მიღებული ცოდნა – ორიენტირებულია ლექსიკის, გრამატიკის, მოსმენისა და წაკითხულის გააზრების უნარების განვითარებაზე.

აუდიომასალასა და წიგნში მოცემული სავარჯიშოების პასუხებს იპოვით ვებგვერდზე sulakauri.edu.ge

არაერთ ადაპტირებულ ტექსტს შეხვდებით წიგნის მაღაზიებსა თუ ინტერნეტში, თუმცა „ადაპტირებული კლასიკა ინგლისურად“ განსაკუთრებულია,რადგან ის.აერთიანებს ინგლისურ ენაზე ილუსტრირებულ კლასიკურ ნაწარმოებებს.სავარჯიშოებითა და აუდიომასალით. სერიით გამოიცა 12 დასახელება და მოიცავს A1-B2.2 საფეხურებს.

ადაპტირებული კლასიკა ინგლისურად ვებინარი




28/05/2020


ჩემს მიერ განხორციელებული  კვლევა

  სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის  საჯარო სკოლაში ჩავატარე პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა „უცხოური ენების (ინგლისური ენისა და ლიტერატურის) მასწავლებლის როლი მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებაში”.
ჩემს მიერ განხორციელებული  პრაქტიკული კვლევის მიზანი იყო   უცხოური ენების (ინგლისური ენისა და ლიტერატურისმასწავლებლის მიერ დაგეგმილი კითხვის აქტივობების  გამოყენებით წიგნიერების დონის გაუმჯობესება მე-3 კლასში. აღნიშნული თემისა და მიზნის არჩევა  სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის საჯარო  სკოლაში პრობლემის იდენტიფიცირებისა და დიაგნოსტირების საფეხურზე გამოკვეთილი წიგნიერების სფეროს პრობლემატურობას უკავშირდებოდა.     მიღებული შედეგი დადებითია და ვთვლიდი, რომ შეიძლებოდა მისი კოლეგებთან გაზიარება.ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობდა 2017 წლის 19 სექტემბრიდან 2018 წლის 6 მაისამდე. მე შევასრულე გეგმით გათვაისწინებული სამუშაო,  გამოვიყენე კვლევის ექსპერიმენტული მეთოდი. მყავდა 1 ექსპერიმენტული ჯგუფი (IIIკლ), გამოვიყენე კვლევის როგორც რაოდენობრივი, ასევე თვისებრივი მეთოდები. პრობლემის იდენტიფიცირებისა და დიაგნოსტირების საფეხურზე გამოვიყენე თვისებრივი მეთოდებიდან ფოკუს- ჯგუფი,  ხოლო რაოდენობრივი კვლევის მეთოდებიდან კითხვარები და ტესტირება როგორც დიაგნოსტირების, ასევე შედეგების შეფასების საფეხურზე.
  მე ვფიქრობ, კვლევის შედეგების გაზიარება კოლეგებისთვის არანაკლებ საინტერესო აღმოჩნდა. კვლევის შედეგების გაზიარებისათვის გამოვიყენე  წერილობითი გაზიარება, სადაც ვისაუბრე კვლევის მიზანზე, მეთოდებზე, ინტერვენციებზე და ამ ინტერვენციების შედეგებზე. მათთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ტექსტზე მუშაობის გრაფიკული ორგანიზატორების, ახალი მეთოდებისა და სტრატეგიების  გამოყენება გაკვეთილზე.  ასევე ის რომ, პრაქტიკის კვლევის ფარგლებში განხორციელებული ინტერვენციები, გარდა კვლევის ძირითადი მიზნის მიღწევისა, ხელს უწყობდა მოსწავლეებში პრეზენტირების, ანალიტიკური,  კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების, ჯგუფური მუშაობის უნარების განვითარებას.
   გაზიარების შემდეგ მასწავლებლებმა მომაწოდეს წერილობითი უკუკავშირი. უკუკავშირ იყო როგორც დადებითი, ისე უარყოფითი დამოკიდებულება, კვლევის მიმართ. კოლეგების მიაჩნია, რომ კვლევის შედეგების მიხედვით მოსწავლეთა მონაცემები გაუმჯობესდა როგორც კითხვაში, ასევე ლექსიკურ მარაგსა და ტექსტის გააზრებაში. მოსწავლეებმა მასწავლებლის მიერ დაგეგმილი კითხვის აქტივობების გამოყენებით შეძლეს წიგნიერების დონის გაუმჯობესება. ერთერთი მასწავლებლის უკუკავშირის თანახმად, კითხვა მოსწავლეებისთვის ყოველთვის არასასურველ საქმიანობას წარმოადგენს ხოლო ზემოთ აღნიშნულმა კვლევამ კი აჩვენა რომ ინტერვენციის ფარგლებში გაწეულმა მუშაობამ პრე-ტესტის შედეგები გააუმჯობესა. მისთვის მნიშვნელოვანი იყო ორი კომპონენტი- სწორად და გააზრებულად კითხვა. სწრაფ კითხვას იგი არ თვლის წარმატებად. მასწავლებლემბმა აღნიშნეს რომ, ეს კვლევა დაეხმარებათ გაიზიარონ გამოცდილება და გამოიყენონ პედაგოგიურ პრაქტიკაში, კითხვისადმი დამოკიდებულების გასაუმჯობესებლად.
  ამრიგად, უკუკავშირი ჩემთვის მეტად საინტერესო და ეფექტური გამოდგა. დამაფიქრა იმაზე, რომ კიდევ უამრავი აქტივობის მოფიქრება შეიძლება ამ კუთხით; კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა იმაში, რომ ამ საკითხზე მუშაობა აუცილებელია, ხოლო მეთოდების და გზები - ამოუწურავი.

იხ. ბმული მეჯვრისხევის საჯარო სკოლის facebook გვერდიასა - https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=712240545816130&id=100010905730960



Gori Access Celebration

The purpose of the English Access Microscholarship Program (Access program) is to make the study of English more accessible to adolescents from an economically disadvantaged background. In addition to working on their language skills, the participants of the program become familiar with the aspects of US culture and develop deeper understanding of current issues in North American society. Greater sensitivity to cultural differences, coupled with the acquired language skills, enable the participants to take advantage of the opportunities that had previously been unavailable to them.
The program works with 202 economically-underprivileged students aged 14-18 in eight regions of Georgia (Rustavi, Gori, Akihaltsikhe, Ozurgeti,Kutaisi,Batumi,Telavi,Zugdidi), providing after-school and summer English classes and enrichment activities at no cost to the students and enhancing English language skills thereby developing increased self-confidence, stronger critical thinking skills, and increased opportunities for study or employment. 

PH International works with local NGO partners in eight regions to provide English language instruction, as well as involve locally-based Peace Corps volunteers and American Corners in enrichment activities. Each NGO holds a one-week summer school for all Access students in their locality in July of each year. Summer schools run six hours a day for five days and provide students with English and American culture training and recreational activities.

მეტი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე 

 http://accessgori.blogspot.com/




გრიფირება დასრულდა - გავეცნოთ ახალ სახელმძღვანელოებს


https://www.sulakauri.ge/books/inglisuri-1-moscavlis-cigni






მასწავლებლის ეროვნული ჯილდო – საქართველო“ არის გლობალური კამპანიის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს პროფესიის პოპულარიზაციას, პროფესიის პრესტიჟის ზრდას და იმავდროულად წარმატებული მასწავლებლების გამოვლენას და საზოგადოებისათვის მათ წარდგენას.
2017 წლის 19 მარტს, განათლებისა და უნარების გლობალურ ფორუმზე საქართველომ მიიღო მასწავლებელთა გლობალური ჯილდოს აკრედიტაცია. საქართველოს ფორუმზე წარმოადგენდა კოალიცია „განათლება ყველასათვის – საქართველო.“ აკრედიტაციის საფუძველზე, კოალიციის ინიციატივით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან (TPDC) პარტნიორობით, იწყება ეროვნული ჯილდოს განხორციელება. აღნიშნულს უერთდება და მხარს უჭერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ეროვნულ დონეზე გამარჯვებული ჯილდოს სახით მიიღებს 10.000 ლარს და გახდება გლობალური ჯილდოს ერთ-ერთი მონაწილე.
http://www.tprize.ge/

ასწავლე კომპიუტერს ქართული

კომპიუტერული ტექნოლოგიები ადამიანის საქმიანობის ყველა სფეროს განუყოფელი ნაწილი გახდა. სხვადასხვა ქვეყნებში აქტიურად მიმდინარეობს კომპიუტერული პროგრამებისა და მათი ინტერფეისების ლოკალურ ენებზე ადაპტირება.
თუკი ის აპლიკაციები, და პროგრამები რომლებსაც მომავალში სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას და მუშაობისას გამოვიყენებთ არ იქნება ქართულ ენაზე თარგმნილი, ადაპტირებული მაშინ ქართული ენა დაკარგავს აქტუალობას და მისი მნიშვნელობა, გამოყენების არეალი კიდევ უფრო შემცირდება. ამგვარად აუცილებელია ქართული ენის კომპიუტერულ პროგრამებში ინტეგრირება.
ეს პროექტი ამ მიმართულებით ერთ-ერთი პატარა ნაბიჯია. პროექტის ფარგლებში, თქვენი დახმარებით თარგმნილი, ქართული წინადადებები ჩაიტვირთება Microsoft-ის მიერ შექმნილ მანქანური სწავლის (Machine Learning) პლათფორმაში. მას შემდეგ რაც პლათფორმა მიღებულ ინფორმაციას გაანალიზებს, “შეისწავლის ქართულს” მივიღებთ პროგრამას, რომელსაც შეეძლება ქართული ტექსტის ინგლისურად თარგმნა და ინგლისური ტექსტის ქართულად თარგმნა. მართალია ქართული ენა უკვე წარმოდგენილია Microsoft-ის ზოგიერთ პროდუქტში, მაგრამ მთარგმნელობითი პროგრამა იქნება პირველი ნაბიჯი Microsoft-ის სხვადასხვა პროგრამებში, მათ შორის Windows ოპერაციულ სისტემაში ქართული ენის მთარგმნელობითი ფუნქციონალის სრულფასოვანი ინტეგრაციისაკენ. პროექტის წარატებით განხორციელება შესაძლებელს გახდის Microsoft-ის უამრავ პროგრამულ პროდუქტში ქართულ ინგლისური მთარგმნელობითი პროგრამის გამოყენებას. ამის გარდა, ვებ დეველოპერებს და იმ პროგრამისტებს რომლებიც Windows სისტემისათვის შექმნიან თავიანთ პროგრამულ პროდუქტს საშუალება ექნებათ გამოიყენონ, ავტომატურად მიაბან ჩვენი ძალიასხმევით შექმნილი ავტომატური თარგმნის პროგრამა.



16 October- 1 November 2016
Access workshops- Service Learning, Bowling Green State University (BGSU), Ohio, The USA






პროექტის "მტრედიდან მეილამდე" დამხმარე სასწავლო რესურსი


 





  • eTwinning _ის კვირეულის ბოლო დღე მეჯვრისხევის საჯარო სკოლაში. Happy 10th Birthday eTwinning
24/04/2015




  • 22 აპრილი 2015წ. დედამიწის დღე მეჯვრისხევის საჯარო სკოლაში. ღონისძიება "გარემოს დაცვის" კლუბის მოსწავლეებისათვის.
22/04/2015

  • TLG ტრენინგები საირმეში. საირმეში ტრენინგები ჩავუტარეთ ამერიკელ მოხალისეებს და ქართველ მასწავლებლებს.
18/04/2015






  • 2015 წლის 6 მარტს, საზოგადოება "ბილიკის" ინგლისური ენის შესწავლის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამის დახურვის ღონისძიება გაიმართა გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში.
    პროგრამაში ჩართულ 25 მოსწავლეს სერტიფიკატების ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა გადასცა.
    პროგრამა დაფინანსებულია ამერიკის საელჩოს მიერ, რომელსაც ახორციელებს PH International. შიდა ქართლში პარტნიორი ორგანიზაციაა საზოგადოება "ბილიკი.
https://www.youtube.com/watch?v=dcKrF4yy4Yg&feature=youtu.be

06/03/2015




  • ჩემმა მოსწავლემ თორნიუკე ბიბილაშვილმა გაიმარჯვა ბრიტანეთის საბჭოს კონკურსში. 5 მარტს კულტურის ცენტრში ინგლისურენოვანი კონკურსის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა , გამარჯვებულ მონაწილეებს საჩუქრები გადასცა ბრიტანეთის ელჩის მოადგილემ ჯონ გედესმა , ბრიტანეთის საბჭოს დირექტორმა ზაზა ფურცელაძემ, გორის მერიის კულტურის ცენტრის დირექტორმა ალექსანდრე ვალიაურმა და გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის ცენტრის დირექტორმა გულიკო ბზიშვილმა.
05/03/2015






  • On February 24th 2015 Gori Access hosted Regional English Language Officer, US Embass, Kiev - Mr Kevin McCaughey
24/02/2015





  • 2015 წლის 21 თებერვალს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა მე-10 ეროვნულ კონფერენციას თემაზე: თანამედროვე მიმართულებები ინგლისური ენის სწავლების მეთოდოლოგიაში. ღონისძიება ჩატარდა საქართველოს ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაციის ორგანიზებით (ETAG). კონფერენციის მხარდამჭერი გახლდათ: დიდი ბრიტანეთის საბჭო, აშშ-ს საელჩო თბილისში და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი. კონფერენცია ეძღვნებოდა ETAG-ის ოცი წლის თავს. ეს გახლავთ ასოციაცია, რომელიც გამოირჩევა აქტიურობით ინგლისური ენის მასწავლებელთა გადამზადების კუთხით 1995 წლიდან.
    კონფერენციის მთავარმა მომხსენებლებმა, რომლებიც მოწვეულნი იყვნენ ბრიტანეთის საბჭოსა და აშშ-ს საელჩოს მიერ, წარმოადგინეს პრეზენტაციები თანამედროვე გლობალური მიმდინარეობების შესახებ ინგლისური ენის სწავლების მეთოდოლოგიაში. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საქართველოს ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაციას შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს შემდგომი თანამშრომლობის შესახებ კვლევის, პროფესიული ზრდისა და განვითარების საკითხებში.
21/02/2015






  • 19 თებერვალს პროექტის ,,ახალგაზრდების ჩართულობა და განვითრება“ ფარგლებში ჩატარდა თემატური კომფერენცია გარემოს დაცვის, ჯანსაღი ცხოვრების წესის და ქიმიის კლუბებისათვის, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ  სკოლის მოცემული კლუბის მონაწილეები. გარემოს დაცვის კლუბის მონაწილეებმა პრეზენტაციებში წარმოადგინეს მათი კლუბის საჭიროება სკოლასა და თემში, რომლის აუცილებლობასაც ადასტურებდა მათ მიერ ჩატარებული კვლევები. მეჯვრისხევის გარემოს დაცვის კლუბიდან "მისიონერები" პრეზენტაცია გააკეტა იზა ილურიძემ. სხვა მონაწილეებს ესაუბრნენ მათ მიერ განხორციელებულ პროექტების ეფექტურობაზე, აქციებზე, საველე გასვლების მნიშვნელობაზე და იმ ცვლილებებზე რაც მათი მუშაობის შედეგად შეიცვალა სკოლასა და თემში. კომფერენციაში ჩართულმა ქიმიის კლუბის მონაწილეებმა პრეზენტაციაში ისაუბრეს წყლის ქიმიურ შემადგენლობაზე, თუ როგორ ურთიერთქმედებს იგი სხვადასხვა ქიმიურ ნივთიერებებთან და წყლის დაბინძურების შედეგად გამოწვეულ უარყოფით შედეგებზე. ჯანსაღი ცხოვრები წესის კლუბის მონაწილეებმა საკუთარი ცოდნა გაუზიარეს ბავშვებს სწორი კვების, სხვადასხვა საკვების დადებით და უარყოფით თვისებებზე, ჯანმრთელოაზე და აქტიურ ცხოვრებაზე, ჰიგიენური ნორმების დაცვაზე. კომფერენციას ესწრებოდნენ ასევე კლუბის ხელმძღვანელები. მათ აღნიშნეს, რომ ასეთი სახის კომფერენციები კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ბავშვების სხვადასხვა უნარების განვითრებისათვისა და ცოდნის დონის ამაღლებისათვის. კომფერენციის ბოლოს მონაწილეები დაჯილდოვდნენ ფასიანი საჩუქრებით
    პროექტი ხორციელდება UNICEF-ის პარტნიორობით და USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით
19/02/2015





  • საქველმოქმედო ფონდმა "აფხაზეთი" გადმომცა სასაჩუქრე ბარათი მეჯვრისხევის სკოლაში ახალგაზრდული კლუბის ხელმძრვანელობისთვის. მოსწავლეთა წარმატებული და აქტიური მონაწილეობისათვის. ძალიან დიდი მადლობაააა

20/01/2015





  • მეორე ეროვნული კონფერენციის დაჯილდოვება მასწავლებლის სახლში.
29/12/2014



  • მეორე ეროვნული კონფერენცია ბაზალეთზე. 
11/12/2014

  • ინგლისური ენის მართლწერის რეგიონალური ტური/ National English Spelling competition, regional round
13/12/2014

https://www.youtube.com/watch?v=LlRyj5YEUck&feature=youtu.be&noredirect=1





  • გამამდიდრებელი გაკვეთილი და მადლიერების დღისთვის მომზადებული წვნიანი Access - ს ბავშვებისთვის.
Enrichment lesson and Thanksgiving dish for Access students.
Thanks Russell & Rachel



  • eTwinning Conference Roma 2014. 
27/11/2014
რომში ჩატარდა eTwinning-ის ყოველწლიური კონფერენცია, კონფერენციაზე იმყოფებოდა საქართველოს დელეგაციაც. გამოცდილების გაზიარების მიზნით კონფერენციაზე გავაკეთე პრეზენტაცია.






  • სემინარი ავსტრიაში, კონფლიქტის ზონის მასწავლებლებისთვის.
23/11/2014




08/11/2014
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ საერთაშორისო კონფერენცია გახსნა თემაზე: “ინგლისური ენა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის გლობალიზებულ მსოფლიოში”. კონფერენცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ATEFL-ის პრეზიდეტის პირადი პატრონაჟითა და  ბრიტანული  გამომცემლობების - მაკმილანი, პერსონ ლონგ მანი, კემბრიჯის უნივერსიტეტი, კომპანია „ინგლისური წიგნი საქართველო“  ორგანიზებით გაიმართა.
საერთაშორისო კონფერენციის მიზანი იყო წარმოეჩინა ინგლისური ენის როლი გლობალიზებულ მსოფლიოში ეკონომიკის განვითარებასა და დასაქმებაში. კერძოდ, როგორ  აისახება ეკონომიკურ მდგომარეობასა და ქვეყანაში ბიზნესის განვითარებაზე, ინგლისური ენის სწავლების დონის ამაღლება. განხილული იქნა მსოფლიოს გამოცდილება თუ, რა კავშირებია ახალგაზრდა თაობის ინგლისური ენის კომპეტენციის განვითარებას, მათ შემდგომ წარმატებასა  და ქვეყნის ეკონომიკის წინსვლას შორის ევროინტეგრაციის პროცესებში.
კონფერენციაზე მოწვეულნი იყვნენ საერთაშორისო დონის მომხსენებლები, მათ შორის ცნობილი მკვლევარი დევიდ გრედოლი, რომელიც არის მსოფლიოში ცნობილი და ყველაზე მოთხოვნადი ექსპერტი ინგლისური ენის სწავლების საკითხებში, მასწავლებელთა საერთაშორისო ასოციაციის (IATEFL) პრეზიდენტი ქეროლ რიდი, ცნობილი სახელმძღვანელოების ავტორები დევიდ სპენსერი და ფილიპ კერი. კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე პაპუნა ჯანელიძე და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური.
კონფერენციაზე განხილული იქნა ინგლისური ენის სწავლების თანამედროვე  მეთოდები, რომელიც საშუალებას აძლევს თითოეულ ადამიანს,  ნებისმიერ ქვეყანაში შეეძლოს ენობრივი ბარიერის გარეშე საკუთარი თავის რეალიზება.
 




  • 2014 წლის 3-4 ოქტომბერს წყალტუბოში გაიმართება კონფერენცია U.S. Embassies in Georgia, Armenia, Azerbaijan, Belarus’, Moldova, Ukraine 6th SOUTH CAUCASUS REGIONAL ELT CONFERENCE “Reaching Out for Success”
 სამხრეთ კავკასიის მე-6 რეგიონული ინგლისური ენის კონფერენცია.
- შერჩეულ კანდიდატებს 18 სექტემბერს ელ-ფოსტის მეშვეობით დაუკავშირდებიან.
- შეგახსენებთ, რომ დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. კონფერენცია 3-4 ოქტომბერს, წყალტუბოში Tskaltubo Spa Resort**** -ში გაიმართება.
- აშშ-ის საელჩო მხოლოდ შერჩეული კანდიდატების ხარჯებს დაფარავს. შესაბამისად, თავისუფალ დამსწრეებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ და წინასწარ იზრუნონ საცხოვრებლის მოძიებასა და განთავსებაზე. შემდგომში, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა ბმულზე:http://goo.gl/SE0M6y (ფორმის შევსების ბოლო ვადა 25 სექტემბერია)

კონფერენციის შესახებ: http://goo.gl/GajIle


  • გორის Access ის ჯგუფმა 15 სექტემბერ განაახლა მუშაობა. 19 სექტემბერს Access-ში იმყოფებოდა FLEX-ის კონკურსის გამარჯვებული ციკო ხომასურიძე. ციკომ მოსწავლეებ გააცნო ის საფეხურები, რომელთა გავლაც მოუწევთ FLEX-ის კონკურსში მონაწილეობისას.

  • მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცნეტრში ინგლისური ენის პედაგოგებისთვის სპეციალური სამდღიანი ტრენინგ-კურსი ჩატარდა. ღონისძიებას ამერიკელი ლინგვისტი მაქსინ პონდი უძღვებოდა. ტრენინგები სამ ნაწილად იყო დაყოფილი და რამდენმე ძირითად მიმართულება ეთმობოდა:
ენის სწავლების სტრატეგიები;
ჯგუფში ეფექტური მუსაობის პრონციპები;
კითხვის სწავლების ძირითადი მეთოდები;
ზეპირმეტყველების სწავლება და სხვ.
ტრენინგები ლიტვის საგარეო საქმეთა სამინსიტროსთან და LCC საერთაშორისო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ჩატარდა .



  • 2014 წლის 22 თებერვალს ევროპული სკოლა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან ერთად ატარებს მასწავლებელთა სასწავლო-მეთოდურ კონფერენციას - „საინფორმაციო ტექნოლოგიები - სწავლება-სწავლის ხარისხის ამაღლებისათვის“.. სადაც მიწვეული ვარ მომხსენებლად.

                               


  • 21 თებერვალს 2014წ, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში , არასამთავრობო ორგანიზაცია "აფხაზეთი" მართავს  კონფერენციას, სადაც მოხსენებას გააკეთებს მეჯვრისხევის საჯარო სკოლის გარემოს დაცვის კლუბის, "მწვანე საქართველო"-ს წევრი მოსწავლე მარიამ ურიგაშვილი. თემა: “ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის ეკოლოგიური მნიშვნელობა”


  • 14 თებერვალს, 2014, გორის Access-ში ჩავატარეთ გამამდიდრებელი აქტივობა ვალებტინობასთან დაკავშირებით.




  • 10 თებერვალს, გორის Access-ის ჯგუფს სტუმრობდა აშშ-ს საელჩოს პრეს ატაშე ჯერემი რიჩარდი.მან ისაუბრა აფრო-ამერიკულ ლიდერებზე African-American Leaders. როგორც ვიცით თებერვალი გამოცხადდა აფრო-ამერიკული ისტორიის თვედ-  African American History Month .




  • დღეს , 31. 01.2014- PH-International-ის წარმომადგენლებმა გადმოგვცეს დამხმარე სახელმძღვანელოები :  ELCE Program Open Lesson Week Manuals და ICTE Program Teacher Training Manuals , ასევე DVD დისკი, სადაც შესულია ჩემს მიერ ჩატარებული სამოდელო გაკვეთილი და ტრენინგ მოდულები.  





  • დაიბეჭდა დამხმარე სახელმძღვანელო ELCE Program Open Lesson Week Manuals მასში შესულია სამოდელო გაკვეთილები, მათშორისაა ჩემს მიერ ჩატარებული ღია გაკვეთილი-   National Symbols -მეჯვრისხევის საჯარო სკოლის V კლასში.



  • World Learning- მა დაბეჭდა დამხმარე სახელმძღვანელო ICTE Program Teacher Training Manuals. სადაც შესულია 30 მასწავლებლის მიერ დაწერილი 35 ტრენინგ მოდული, მათშორის ჩემი:1) Techniques for Making Groups და 2) Teaching Reading for Beginners.




  • Happy New Year - 2014



  • 21-22 დეკემბერი, სემინარი ჩაქვში- ბრიტანეთიდან ჩამოსული მასწავლებლების გამოცდილების გაზიარება.





  • 20 დეკემბერს სოფ, მეჯვრისხევის საჯარო სკოლაში ვმართავთ გარემოს დაცვის კლუბის დასკვნით ღონისძიებას. კლუბის " მწვანე საქართველო "  წევრი მოსწავლეების  საბოლოო პრეზენტაცია. მობრძანდით!



  • 14 და 15 დეკემბერს ვატარებ ტრენინგს გორში, მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრში, ბრიტანეთის საბჭოს ინგლისური ენის კონკურსში მონაწილე მასწავლებლებისთვის: " საგაკვეთილო პროცესში სასწავლო ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენება".






  • 6,7 და 8 დეკემბერი, ტრენერთა სამუშაო შეხვედრა წყალტუბოში.


  • 6 დეკემბერს ჩემი კლუბის- " მწვანე საქართველოს" წევრი მოსწავლეები  შეხვედებიან გორის გამგეობის წარმომადგენლებს,  სოფელ მეჯვრისხევის დასუფთავებასთან დაკავშირებით.





  • 5 დეკემბერს გორის Access ჯგუფთან მე, ნინო სარაული და ვერიკო მიჩიტაშვილი ჩავატარებთ გამამდიდრებელ აქტივობას Thanks Giving Day-სთან დაკავშირებით რომელსაც დაესწრება აშშ-ს საელჩოს კულტურის ატაშე საქართველოში ჯეიმს დუი  დედასთან ერთად.



  • 30 November-1 December TTSC-TOTSI Conference, award ceremony . The conference was held at Radisson Blue Iveria hotel.This was the closure of the TOTSI  programme.30 participants from 6 regions of Georgia presented their workshops .





  • 26 ნოემბერს  , ვატარებ ტრენინგს ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის  - Making Groups . (მის: გორი სტალინის ქ. # 7, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი.   14:00- 15:30 საათზე )

  • 25 ნოემბერს-2 დღიანი კონფერენცია ბაზალეთზე ინგლისური ენის პედაგოგებისთვის. 

  • ხვალ, 22 ნოემბერს 15:00 საათზე ინგლისური ენის მასწავლებელთა შეხვედრა "The focus group session",  გორის ETAG-ის ოფისში. 


  • ხვალ, 20 ნოემბერს  გორის ETAG-ის ოფისში 14:30 საათზე ჩამოდის ჯერი ფრანკი.იგი არის ინგლისური ენის რეგიონალური ოფიცერი.
     The topic of Jerry’s workshop is "Reflective English-Teaching English through Emotions" Through a number of "communicative" activities that promote "real" speaking and listening, the speaker will introduce how teachers can promote tolerance and inclusion in their classrooms through English language learning. შემოგვიერთდით!


  • 20 ნოემბერს გორის Access ჯგუფთან მე და ვერიკო მიჩიტაშვილი ჩავატარებთ გამამდიდრებალ აქტივობალ, რომელსაც დაესწრება ჯერი ფრანკი ( ინგლისური ენის რეგიონალური ოფიცერი).


  • 14 ნოემბერს ვატარებ სამოდელო გაკვეთილს მეჯვრისხევის საჯარო სკოლაში- "Countries add Nationalities" რომელსაც დაესწრება ჯუდი ელიოტი.

  • 5 ნოემბერს მეჯვრისხევის საჯარო სკოლაში გავმართავ eTwinning-ის პრეზენტაციას



7 comments:

  1. უღრმესო მადლობა ქალბატონო ქეთი <3

    ReplyDelete
  2. საინტერესო აქტივობებით სავსე პორტფოლიო გაქვთ , ნინო . წარმატებებს გისურვებთ !

    ReplyDelete
  3. Caesars Rewards Card: Get a $250 Risk-Free Bet Every
    Caesars 파주 출장안마 Rewards Casino Loyalty Program, 당진 출장샵 Get a 통영 출장샵 $250 Risk-Free Bet Every Day! · Get a Caesars 울산광역 출장샵 Rewards Credit 용인 출장마사지 Card when you join.

    ReplyDelete
  4. სხვანაირს არც ველოდი,რამდენი შრომაა ჩადებული,გილოცავთ ღირსეულ სტატუსს!

    ReplyDelete